192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა პოლონეთის ელჩისა და „ლუბავას“ წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის საკითხი
2019-02-06 09:52:26

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში  პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  პაველ ჩეპლაკი  და პოლონეთის სამხედრო-სამრეწველო საწარმო „ლუბავას“ წარმომადგენლები.
როგორც იუწყებიან სომხეთის რესპუბლიკის მთავრობიდან, ნიკოლ ფაშინიანმა დიდი მიშვნელობა მიანიჭა სომხეთ-პოლონეთის ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განტკიცებას და აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა მზადაა განიხილოს საქმიანი ნაბიჯები ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე განხილული იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასთან, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო სფეროსთან, დაკავშირებული საკითხები. შეხვედრისას აღინიშნა, რომ აუცილებელია გააქტიურებული იქნას სომხეთ-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მუშაობა.