192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანმა განიხილა სომხეთის ხელისუფლების მიღწევები წინა თვეებში
2019-02-06 09:30:15

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში მომხდარი რევოლუციის შემდგომ თვეებში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად სომხეთი მჟამინდელ დემოკრატიულობას მიიჩნევს. ამის შესახებ მან განაცხადა Deutsche Welle-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ სომხეთი ამჟამად არის დემოკრატიული ქვეყანა. სომხეთში აღმოიფხვრა სისტემური კორუფცია, ქვეყანაში ეკონომიკური მონოპოლია არ არის. ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე. მართლაც, მოქალაქეები გადაწყვეტენ ხელისუფლების ბედს", - განაცხადა ფაშნიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კორუფციამ ახალი ფესვები არ გაიდგას.