192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველომ სომხეთს გადასცა სასტუმრო „თუფენკიანთან“ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირები
2019-02-06 10:05:04

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოტანილი იქნა  დადგენილება  დაკმაყოფილდეს სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის  შუამდგომლობა ძებნაში მყოფი პირების  არმენ კარადავიდოვისა  და ალბერტ ბლბულიანის  სისხლსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ.
როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურიდან, ამასთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა  პროკუტარურამ  სომხეთის პოლიციას დაავალა უზრუნველყოს  ა. კარადავიდოვისა და ა. ბლბულიანის სომხეთში გადმოყვანა.

5 თებერვალს ისინი გადმოყვანილინი  იქნენ სომხეთის რესპუბლიკაში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს ქალაქ ერევნის  ჰანრაპეტუთიუნის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „თუფენკიანთან“ პისტოლეტ „მაკაროვ“-ით  და ავტომატ „აკ“-თი  ესროლეს ორ მოქალაქეს, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა.