192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის მთავრობამ წარმოადგინა საგარეო პოლიტიკის ძირითადი საკითხები
2018-12-06 10:12:46

სომხეთის მთავრობამ თავისი პროგამის პროექტში წარმოადგინა საგარეო პოლიტიკის ძირითადი საკითხები.

ამ პროექტის მიხედვით მთავრობის საგარეო პოლიტიკის დარგში განსაკუთრებით გამოჰყოფს საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების სტაბილური განვითარებისათვის მიმართულ საერთაშორისო და რეგიონალურ თანაშრომლობას, ადამიანთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას,  დემოკრატიის განმტკიცებას,  კაცობრიობის წინაშე მიმართული დანაშაულის პრევენციას.

მთავრობა აქტიურად  იმუშავებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, განამტკიცებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-მოკავშირულ ურთიერთობებს .

საგარეო პოლიტიკის დარგში განსაკუთრებით გამოიყოფა ამერიკის შეერთებულ შტატებთან  მეგობრული პარტნიორობის განვითარების მიმართულება, კავშირის განმტკიცება ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან.   განსაკუთრებული მეგობრული  და კეთილმეზობლური, გეოგრაფიულ-პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი  ურთიერთობების დამყარება  საქართველოსა და ირანთან.

პროექტში ადგილი ეთმობა ურთიერთობების განვითარებას ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ამერიკის, აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან.