192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი ავითარებს მრავალმხრივ ურთიერთობებს. ფაშინიანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ
2019-02-06 14:00:31

გერმანიის მთავრობა დაინტერესებულია სომხეთში მომხდარი დემოკრატიული, რეალური, ინსტიტუციური ცვლილებებით. ამის შესახებ Deutsche Welle რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინანმა. გერმანიაში ოფიციალური ვიზიტისა და  კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებებისას მიღწეული შედეგების განხილვის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "ძირითად შედეგად მიმაჩნია ის მყარი შეთანხმებები, რაც სომხეთში გერმანიის ინვესტიციებთან არის დაკავშირებული.  ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროკავშირი და გერმანია მხარს დაუჭერენ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგს. გერმანიის მთავრობა დაინტერესებულია სომხეთში მომხდარი დემოკრატიული, რეალური, ინსტიტუციური ცვლილებებით. "

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ავითარებს მრავალმხრივ ურთიერთობებს. "ჩვენ ურთიერთობებს განვავითარებთ  ყველა მიმართულებით. როგორც აღვნიშნე, ევროკავშირი მხარს უჭერს ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი არ მოითხოვს ჩვენგან არჩევნის გაკეთებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე არ ვდგავართ.  არ ვაპირებთ ურთიერთობების განვითარებას ერთ პარტნიორთან სხვა პარტნიორის ჯიბრზე ", - ღნიშნა ფაშნიანმა.