192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი საქველმოქმედო ფონდი შექმნა
2019-02-06 15:58:42

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქველმოქმედო ფონდი დაარეგისტრირა, სადაც საკუთარ ხელფასს გადარიცხავს, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საკუთარი საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ფონდის შევსების მიზნით საკუთარ ხელფასზე უარი თქვა.„უკვე შეიქმნა და ოფიციალურად დარეგისტრირდა "სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდი". ფონდი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურ პროექტებს მოიძიებს და დააფინანსებს. იმედი მაქვს, რომ ფონდი აქტიურად იმუშავებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის საჭირო, ბევრ სასიკეთო წამოწყებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სარეზერვო ფონდი არსებობდა, თუმცა, იგი ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ გააუქმეს. აღნიშნული ფონდიდან ფინანსდებოდა წარმატებული სტუდენტების სტიპენდიები, ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები, ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობები, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სხვ.