192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თებერვალს ჟენევაში იმსჯელებენ ოკუპირებული რეგიონების გავლით ტვირთის გატანაზე
2019-02-06 16:17:03

 

6 თებერვალს, ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენები განიხილავენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციის პერსპექტივას.

როგორც ქართულ-რუსული მოლაპარაკებების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გვითხრა, პროექტი არაორდინარულია და კონტრაქტების მომზადებას დიდი დრო დასჭირდა, თანხა შვეიცარიული კომპანიისთვის გადარიცხულია და ახლა უკვე პროექტის განხორციელების ეტაპი უნდა დაიწყოს.

უპირველეს ყოვლისა უნდა შეიკრიბოს ერთობლივი კომისია, ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი. 6 თებერვალს პირველად გაიმართება ასეთი შეხვედრა. ამ ფორმატის პრაქტიკულად ფორმალიზება მოხდება და განხილულ იქნება მთელი რიგი კონკრეტული საკითხები.

საკითხები იმის თაობაზე, ამ შვეიცარიულმა კომპანიამ, შვეიცარიელმა მონიტორებმა როგორ უნდა დაიწყონ მუშაობა შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.“- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

თუ შედეგი დადებითი იქნება, ჩვენ ბოლოს და ბოლოს შევძლებთ 2011 წელს მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას“ - უთხრა „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გაუსწრონ, რადგან არსებობს პროცესის პოლიტიზირების რისკი.

შეთანხმება ღირებულია სწორედ მისი ნეიტრალური სტატუსის გამო“-ასე უპასუხა "კომერსანტის კორესპონდენტს, თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ, რადიო „თავისუფლებას კი განუცხადა, რომ საქმე ეხება მხოლოდ საბაჟო მონიტორინგს:

გაივლის ამ კორიდორებში ტვირთი, მოხდება მათი მონიტორინგი, არ გაივლის, არ მოხდება. ამაზეა საუბარი და ეს შვეიცარიელებმა უნდა გააკეთონ“- გვითხრა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მიმოსვლას მონიტორინგი უნდა გაუწიოს შვეიცარიულმა კომპანიამ SGS-მა. მასთან საქართველომ კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა, ხოლო რუსეთმა 2018 წელს.

შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები ჩადგებიან მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე, შესაბამისად, რუს და ქართველ მებაჟეებთან ერთად.

ისინი ფიზიკურად შეამოწმებენ ტვირთს, ხოლო უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთის გადაადგილების გაკონტროლება შესაძლებელი იქნება GPRS-ის სისტემით, ტვირთებზე დაკრული შესაბამისი სტიკერებით. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთიან ბაზაში მონაცემებს ქართველი და რუსი მებაჟეები შეიყვანენ.

2011 წლის შეთანხმებაში არ არის ნახსენები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა, ჩამოთვლილი კოორდინატების მიხედვით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა შეადგინა რუკა, სადაც ჩანს სამი დერეფნის ტრაექტორია.

ერთი იწყება რუსეთის კრასნოდარის მხარეში და მთავრდება ზუგდიდთან, მეორე - რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში და მთავრდება გორთან, ხოლო მესამე დერეფანი მოიცავს ზემო ლარსი-ყაზბეგის ტერიტორიას.