192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ეროვნული კრების დელეგაციის წევრებმა სტრასბურგში ვიზიტი შეაჯამეს
2019-02-07 11:17:53

სრ ეროვნული კრების  დელეგაციის წევრებმა შეაჯამეს 21-25 იანვარს სტრასბურგში განხორციელებული ვიზიტი. დელეგაციის წევრები ეროვნული კრების  ფრაქცია "ჩემი ნაბიჯის" დეპუტატ, საგარეო ურთიერთობების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე რუბენ რუბინიან ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მონაწილეობის მისაღებად.

"ზამთრის სესიის წრეებში სომხეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი  9 დეკემბერს სრ–ში ადგილის მქონე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დისკუსია იყო. მომხსენებელმა ალექსანდრე პოჩეიემ, რომელიც ასევე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო, თავის გამოსვლაში დიდი შეფასება მისცა სომხეთში საპარლამენტო არჩევნების ხარისხს და აღნიშნა, რომ ადრე არჩევნებში სისტემატური ხასიათის მქონე დარღვევები ახლა აღარ იყოარჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიით დებატები შედგა მონაწილეთა სიების პირველ ნომრებს შორის. სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოცული სხვადასახვა  პოლიტიკური დაჯგუფებების ლიდერები, დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც ჩვენ გვილოცავდნენ ამ უზარმაზარ პროგრესს", –აღნიშნა რუბენ რუბინიანმა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიან მორი პასკეისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფების, რიგი ქვეყნების  დელეგაციების ლიდერებთან.