192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სტამბოლში სახლის ნანგრევებში მაშველებმა ერთი გარდაცვლილი იპოვეს
2019-02-07 10:40:24

პირველი არხის უწყებით, სტამბოლში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ამგვარად, შენობის ჩამონგრევის მსხვერპლთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.

ამას გარდა, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი დაშავებული ამოიყვანეს.

შენობა რვასართულიანი იყო. ინციდენტი სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქართალის რაიონში მოხდა.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება არ მომხდარა. მათი მტკიცებით, შენობა ძალიან ძველი იყო.

როგორც გამოცემა „დეილი საბაჰი“ სტამბოლის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სამი სართული არალეგალურად იყო აშენებული.