192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თეირანში ერთადერთ ქართულ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდება
2019-02-07 11:25:28

ტაძარი-სამლოცველო, რომელშიც ქართველი მეცენატის მეუღლე განისვენებს, სასწრაფო რესტავრაციას მოითხოვს

"სპუტნიკი საქართველოს" ინფორმაციით, პატარა ეკლესიას, რომელიც ХХ საუკუნეში ირანის დედაქალაქში ააგო ცნობილმა საზოგადოებრივმა მოღვაწემ, მეწარმემ და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ, უახლოეს მომავალში რესტავრაცია ჩაუტარდება.

ამ განსასვენებელში, დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე განისვენებს ხოშტარიას მეუღლე, მინადორა თურქია (1881—1924). მეუღლისთვის შეკვეთილი აკლდამა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციებშია აგებული. აღსანიშნავია, რომ სამლოცველო ირანში ქართული საეკლესიო არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია.

სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს. სამუშაო ჯგუფი უკვე ეწვია თეირანს, სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებმა ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის, პაატა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით დეტალურად შეისწავლეს ძეგლი და სამოქმედო გეგმა დასახეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მარმარილოს ნაგებობა გადაუდებელ სარესტავრაციო ჩარევას მოითხოვს.

ანაზომებისა და ფოტო მასალის მიხედვით სააგენტო მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთებისა და ტურიზმის დეპარტამენტთან უახლოეს თვეში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება. ფიზიკური სამუშაოები წელსვე დაიწყება და მას საქართველოს მხარე დააფინანსებს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გარდა ამისა, 7 დღიანი ვიზიტის მსვლელობისას ირანის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრთან და ისპაჰანის პროვინციის ძეგლთა დაცვით უწყებებთან ერთად დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის ფართო სპექტრი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მხარეთა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავენ.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.