192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში ილუზიის მუზეუმი გაჩნდება
2019-02-07 11:34:13

უჩვეულო მუზეუმი დამთვალიერებელს სხვადასხვა ოპტიკურ და ვიზუალურ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.

"სპუტნიკი საქართველოს" ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში 1 მარტიდან ილუზიის მუზეუმი (Museum of illusions Tbilisi) გაიხსნება, რომელიც ძველ თბილისში, ბეთლების №10-ში განთავსდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ილუზიის მუზეუმში სხვადასხვა ოპტიკური, პროექციული და სენსორული ილუზია იქნება თავმოყრილი

როგორც აღინიშნება, ილუზიის მუზეუმის ისტორია 2015 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაიწყო. მის შემდეგ მსგავსი მუზეუმები გაჩნდა ხორვატიის ქალაქებში, სლოვენიაში, ავსტრიაში, ომანში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, დუბაიში და ახლა უკვე თბილისში.

თბილისში ილუზიის მუზეუმის შექმნის იდეა მარკეტინგულ სტუდიასარკეს" ეკუთვნის.

ჩვენი მიზანი თბილისშიალტერნატიული გართობის" ადგილის შექმნაა. ამ ინიციატივის საფუძველი საქართველოში .. გასართობი მუზეუმების არარსებობაა. დავუკავშირდით იდეის ავტორებს, ზაგრებში დავათვალიერეთ მუზეუმი, გადავხედეთ სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკას და გადაწყვეტილება მივიღეთ გავხდეთ ილუზიის სამყაროს წევრები", – განაცხადასარკის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატალია ანანიაშვილმა.

მისი განმარტებით, მუზეუმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება მუზეუმის კლასიკური გაგებისგან. ასეთი მუზეუმის ექსპონატებმა დამთვალიერებელი ერთდროულად უნდა გაახალისოს, გაართოს და გააოცოს.

ეს არის ახალი ტიპის უნიკალური სივრცე, რომლითაც დამთვალიერებელი ახალ, სახალისო და უნიკალურ გამოცდილებას მიიღებს. მუზეუმი ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება, რადგან "გართობის ენა" – არის ენა, რომელიც ყველას კარგად ესმის, ილუზიების სამყარო ერთნაირად აღელვებს დიდსა თუ პატარას", – განაცხადა ანანიაშვილმა.

მუზეუმის კოლექცია შედგება 70-ზე მეტი ექსპონატისგან, რომლებიც დაფუძნებულია სხვადასხვა მეცნიერებაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში დაგროვილ ცოდნაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ილუზიის მუზეუმის პროექტის ავტორობა ხორვატიას ეკუთვნის, ყველა ექსპონატის ინსტალაციის დადგმას ხორვატიის მხარე იღებს საკუთარ თავზე.

ყველა ატრაქციონი აღჭურვილი იქნება საინფორმაციო ინსტრუქციებით არა მარტო ქართულ, არამედ ინგლისურ და რუსულ ენებზე.

გარდა ამისა, ილუზიის მუზეუმში იქნება სუვენირების მაღაზია და თამაშების ოთახი.