192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო და სომხეთი რეგიონის დემოკრატიული სისტემის მაგალითის მიმცემნი არიან: ამერიკელი კომენტატორი
2019-02-07 15:10:37

საქართველო და სომხეთი რეგიონის დემოკრატიული სისტემის მაგალითის მიმცემნი არიან. ამის შესახებ განაცხადა „ამერიკის ხმის“ კორესპოდენტთან საუბრისას საქართველოსა და ბელორუსიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, პროფესორმა  ქენეთ იალოვიცმა.
„ის რაც მოხდა სომხეთში, ჩემთვის დადებითი სიგნალი იყო, რომ დემოკრატიისათვის ,  გამჭირვალე მართვის სიტემისათვის, ადამიანთა უფლებების დაცვისაა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ახალ არჩეული პრემიერ-მინისტრი ამცირებს სამინისტროების რიცხვს, ეძებს მეთოდებს უფრო გამჭირვალე მართვის სისტემის შექმნისათვის.  ამ ბოლო დროს National Democratic Institute (NDI) მოაწყო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური ძალა და მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ახალი მმართველი სისტემის პერიოდში მათ შორის არსებობს დიალოგი“,- აღნიშნა ქენეთ  იალოვიცმა.