192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს ძლიერი კავშირები როგორც ევროკავშირთან, ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან. არმენ სარგსიანი.
2019-02-08 12:56:44

სომხეთი პატარა სახელმწიფოა, მაგრამ გლობალური ერია. 21- საუკუნეში სომეხ ერს დიდი შესაძლებლობები აქვს. ჩვენი ძალა ბუნებრივი რესურსები კი არა, არამედ ადამიანური რესურსებია. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა განაცხადა ავსტრიის ჟურნალ " Society"–თვის მიცემულ ინტერვიუში, ისაუბრა რა მისი, როგორც სომხეთის პრეზიდენტის ფუნქციების, სომხეთ-ავსტრიის ურთიერთობებისა და სხვა საკითხების შესახებ, იუწყება სრ პრეზზიდენტის აპარატი.

არმენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს ძლიერი კავშირები როგორც ევროკავშირთან ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან. "ისტორიულად ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენს მეზობლებთან, ირანსა და საქართველოსთან. ჩვენ ევროპასთანაც მჭიდრო კავშირში ვართ.
ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ავსტრიის პოზიციას სომეხთა გენოციდის აღიარებაში, აგრეთვე თქვენს მხარდაჭერას იმ იდეისთვის, რომ არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ალტერნატივა. მე მჯერა, რომ მომავალში განხილვები გვექნება ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბოლენთან, მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი ურთიერთობების განვითარებისა და პროგრესის მისაღწევად არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ კულტურულ პლატფორმებზეც",- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.