192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის მხარე ზემო ლარსის ალტერნატიული გზის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომენტარს არ აკეთებს
2019-02-08 13:27:42

სრ ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი ჰაკობ არშაკიანი ზემო ლარსის ალტერნატიული გზის თაობაზე  რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებზე კომენტარს არ აკეთებს.

"ჩვენ არაერთხელ დაგვისვეს ეს კითხვა, ჩვენ ვცადეთ კომენტარი არ გაგვეკეთებინა და ახლაც არ გავაკეთებთ. მე მხოლოდ შემიძლია  ვთქვა, რომ ეს სომხეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია. თუმცა, მოლაპარაკებების პროცესის ნებისმიერი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ თავს ვარიდებთ ნებისმიერი კომენტარის გაკეთებას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის სომხეთი-საქართველოს ან სომხეთი-რუსეთის ორმხრივი საზღვარი, არამედ ორი სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის საზღვრებია, და ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ჩავერიოთ და კომენტარი გავაკეთოთ", - განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსული პერიოდიკა "კომერსანტ"–ი 4 თებერვალს იტყობინებოდა, რომ მოსკოვმა და თბილისმა დაასრულეს სომხეთისთვის სასიცოცხლო ალტერნატიული სახმელეთო გზის ექსპლუატაციის მიმართულებით მიმდინარე დისკუსიები.