192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში პირველ ადგილზეა
2019-02-08 08:00:55

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა, აუწყებს პირველი არხი

ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი წინა წელთან შედარებით 52.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმ ევროპულ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.

ქუთაისი ლიდერობს 2018 წლის დეკემბრის მონაცემებშიც. 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, მგზავრთნაკადის ზრდამ 127 პროცენტი შეადგინა.

დეკემბრის მონაცემებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა, სადაც წინა წლის დეკემბერთან შედარებით ზრდა 66 პროცენტი იყო. ამ მაჩვენებლით ბათუმი ევროპაში მეოთხე ადგილზეა.

ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს პრესრელიზში საუბარია თბილისის საერთაშირისო აეროპორტზეც, სადაც მგზავრთნაკადი 2018 წელს 20,4 პროცენტით გაიზარდა.

 

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.