192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
2019-02-08 14:00:07

დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევიდან 930 წელი შესრულდა. პირველი არხის უწყებით, დავითობის დღესასწაულს ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ.

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, სტუმრები პატივს მიაგებენ და ყვავილებით შეამკობენ დავით აღმაშენებლის საფლავს. აქვე გაიმართება ახალგაზრდა ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონია, მოგვიანებით კი სტუმრები გელათის აკადემიის შენობაში გადაინაცვლებენ, სადაც გაიმართება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „გელათის სამონასტრო კომპლექსი“.

ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება, სადაც გაიმართება საჯარო ლექციები აღმაშენებლის ეპოქასთან დაკავშირებით. ასევე, სტუდენტები წარმოადგენენ ლიტერატურულ კომპოზიციას.

ღონისძიებები გაიმართება ისტორიულ მუზეუმსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს იმერეთის მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დაესწრებიან.