192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
"აშშ-მ უნდა გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს მხარდამხარ ყველა შესაძლო გზით" - ფრანცის რუნი
2019-02-08 14:36:19

08 თებერვალი, 2019 წელი  newposts.ge    კონგრესმენ ფრანცის რუნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან და ჩვენს იმ საერთო პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გაყინული კონფლიქტების სახით რუსეთმა წარმოქმნა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ამის წინააღმდეგ საქართველოს მხარდამხარ ყველა შესაძლო გზით" - აღნიშნა ფანცის რუნიმ.

კონგრესმენის თქმით, აშშ აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მიაღწია. მისი განცხადებით, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას.

"რეზოლუცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს რთულ მდგომარეობას და იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი წარმოადგენს საქართველოსთვის და როცა ხმის მიცემის დრო დგება, ცხადი ხდება თუ რატომ უნდა მისცენ ხმა საქართველო- აშშ-ს ურთიერთობების მხარდამჭერ კანონპროექტს" - აღნიშნა ფრანცის რუნიმ.