192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კონტრაბანდა თბილისში: სამართალდამცველებმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელები ამოიღეს
2019-02-11 11:15:53

კონტრაბანდული პროდუქციის საერთო ღირებულება 3 ათას ლარს აჭარბებს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართლდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი სომხური წარმოების სხვადასხვა დასახელების 57 ბოთლი უაქციზო კონიაკი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამოღებული ალკოჰოლური სასმელის საერთო საბაზრო ღირებულება 3 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.