192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„გვჯერა, რომ სომხეთში არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნება“: პიოტრ სვიტალსკი
2019-02-11 12:47:26

ევროკავშირი  გააგრძელებს სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას სომხეთში.  დამუშავებული პროგრამები ძირითადად ეხებიან  სომხეთის 3 ჩრდილოეთ რეგიონს.

ეს პროგრამები მოიცავენ  ტურიზმის, ინფორმაციის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებს. ამის შესახებ ჟურნალსიტებთან საუბრისას აღნიშნა სომხეთში ევროკავშირის ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ. მისი სიტყვებით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა წარიმართება ბიზნეს-იდეების დაფინანსებისათვის, განსაკუთრებით მცირე ბიზნესთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელებისას.

როგორც სვიტალსკიმ აღნიშნა,  ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის დახმარებას ანტიკორუპციული პროგრამების სფეროშიც.  „ამ მიმართულებით დახმარების გაწევა მიმართული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის მთავრობამ უკვე დაამტკიცა მოქმედების პროგრამა და  ამ პროგრამის მიხედვით გაათვალისწინებულია ერთობლივი ნაბიჯები, რომლიდანაც ერთი ეხება ანტიკორუპციული ორგანოს შექმნას. გვჯერა, რომ სომხეთში არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნება“, - თქვა მან.