192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობების გაფართოებას: ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეკ სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი
2019-02-12 08:33:55

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისთა საკითხებზე ეკ  სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი. პრემიერ მინისტრმა საუბრისას  ხაზი გაუსვა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან  ურთიერთობების სისტემატური განვითარება და სტრუქტურული დიალოგები ყველა სფეროში, რაც შეეხება ყოვლისმომცველ და გაძლიერებულ პარტნიორობის შეთანხმებას ის რატიფიცირებული უნდა იქნას, რაც შეიძლება მოკლე დროში.
როგორც  რესპუბლიკის ხელმძღვანლმა აღნიშნა, მთავრობას მტკიცედ აქვს აღებული განვითარების დემოკრატიული გზა, რაც მოიცავს ადამიანთ უფლებების დაცვას, სიტყვის თავისუფლების განმტკიცებას, სამართლიანი სასამართლო  სისტემის ჩამოყალიბებას, რაშიც მოელის სრ-ეკ ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ დახმარებას და შესაბამისი პროგრამების ნაყოფიერ განხორციელებას.

ნიკოლ ფაშინიანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ევროპულ მხარს უკვე მიაწოდეს დროებით ძალაში შესული  დებულებების გამოყენების  გზების რუკა, რაც ევროკავშირის პარტნიორებთან შეხვედრებისას უახლოეს მომავალში განიხილება.

საუბრისას  განხილული იქნა ყარაბაღის  კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები და აღინიშნა, რომ სომხეთი ერთგულია თავისი პრინციპების  და საკითხის გადაჭრას ხედავს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეუთო-ს მინსკს ჯგუფის ფარგლებში.