192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საერთაშორისო გამოცემა „Christian Science Monitor“-ი თავის თებერვლის ნომერში შეეხო სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთში მომხდარი შიგაპოლიტიკური განვითარებების კონტექსტით
2019-02-12 11:01:29

 „ციხიდან  პრემიერ-მინისტრობამდე“-  ასეა დასათაურებული  სტატია, რომელიც  იწყება სომხეთის 2008 წლის 1 მარტის მოვლენების აღწერით. პერიოდული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სომხეთში ამ დროს მიმდინარე აქციებისას ახლანდელი პრემიერ-მინისტრი წინა ხაზზე მყოფ პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის იყო.  ნიკოლ ფაშინიანი მაშინ იძულებული გახდა ორი წელი ციხეში გაეტარებინა. სტატიაში მოთხრობილია ფაშინიანის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებზე, იამზე თუ როგორ განახორციელა მან მშვიდობიანი სვლა გიუმრიდან  ერევნამდე.  მისი მოწოდებით ქუჩაში გამოვიდა  ათასობით ადამიანი . „ამ პატარა ქვეყანამ ,  რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს,   განახორციელა მშვიდობიანი რევოლუცია, რის შედეგადაც გადადგა ძველი მთავრობა და ადგილი დაუთმო ახალს. სომხეთის უკანასკნელმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ყოფილი ბაჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სომხეთი ის ქვეყანაა, რომელმაც  ჩამოაყალიბა დემოკრატიის ახალი მოდელი.  ჟურნალისტი, რევოლუციონერი, ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი, გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნულია სტატიაში.