192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-02-12 14:34:56

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, სრ მთავრობის საქმიანობა მიზნად ისახავს სომხეთში მაღალტექნოლოგიური, სამრეწველო, აგრეთვე მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი,  ექსპორტზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური ეკონომიკის მშენებლობას. ამის შესახებ ეროვნულ კრებაში განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

"მთავრობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურის შეცვლა, ისე, რომ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი გახდეს ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური ინოვაციები. საქმე ეხება უკვე არსებული ტექნოლოგიების ფართო გამოყენებას, ისევე როგორც ახალი ტექნოლოგიების შექმნას ან მინიმუმ მათი შექმნის პროცესში არსებით მონაწილეობას, აგრეთვე მაღალტექნოლოგიური უნარების, ნაწარმის და საქონლის გამოშვების,  ექსპორტის და  გამოყენების ისეთი მოცულობების მიღწევას, რომ ეს ტექნოლოგიების მატარებელი გახდეს სომხეთის  ეკონომიკის მთავარი მახასიათებელი. ყველა ადამიანური შესაძლებლობებიდან, ახალი სომხეთის  ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, პირველ რიგში, უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი, ინიციატივა ", - დასძინა ფაშინიანმა.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 15:30:39
უნდა შევქმნათ დიასპორის პოტენციალის რუკა და დიასპორის წარმომადგენელი ერთიანი სტრუქტურა. ნიკოლ ფაშინიანი