192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კორუპციული სისტემა სომხეთში წელში გადატყდა: ნიკოლ ფაშინიანი
2019-02-13 10:23:00

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ეს მიაჩნია მთავრობის მიერ მიღწეული წარმატებებიდან ერთ-ერთი. ამის შესახებ ილაპარაკა სრ პრემიერ-მინისტრმა სრ ეროვნული კრების  სხდომაზე მთავრობის პროგრამის წარდგენისას.

 „ფაქტიურად კორუფციული სისტემა სომხეთში წელში  გადატყდა, მაგრამ  კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლას და ანტიკორუფციულ პოლიტიკას სჭირდება გარკვეული ინსტიტუციონალური საფუძველი. მე მიმაჩნია, რომ მთავრობის პროგრამის ძირითად დებულებებიდან ერთ-ერთი არის კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტროლი, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ყველა ის საშუალებები, რომლითაც  სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეს საშუალება მიეცემა აკონტროლოს თუ რა ქონებას ფლობენ სომხეთში არა მარტო სახელმწიფო თანამდებობის პირები, არამედ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების მსურველებიც“, -თქვა ფაშინიანმა.