192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რაში გაუსწრო საქართველომ პორტუგალიას, ლიეტუვას, ლიტვასა და პოლონეთს?
2019-02-13 10:51:46

European Chamber-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოა.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში 46 ქვეყანას შორის მე–16 ადგილზე განთავსდა, აღნიშნულია ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული პალატის (European Chamber) კვლელევაში.

2019 წელს საქართველომ საკუთარი მაჩვენებლი ორი პიზიციით გაიუმჯობესა – 2018 წელს ქვეყანა რეიტინგში მე–18 ადგილზე იყო. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 1,98 პუნქტით გაუმჯობესდა და 71 ქულა შეადგინა.

რეიტინგში საქართველომ ისეთი ქვეყნები ჩამოიტოვა, როგორიცაა პორტუგალია (17), ლიეტუვა (18), ლატვია (19) და პოლონეთი (20).

გარდა ამისა, საქართველო ლიდერია რეგიონში. რეიტინგში თურქეთი 54 ქულით 34– ადგილზეა, სომხეთი 55 ქულით 39– ადგილზე, რუსეთი 53 ქულით 43–ზე, ხოლო აზერბაიჯანი 52 ქულით 44– ადგილზე.

European Chamber–ის ანგარიში ორ კვლევის შედეგებს ეყრდნობა. პირველიმსოფლიო ბანკის Doing Business–ის ანგარიშია, მეორე კი კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა შეადგინა.

European Chamber-ის კვლევა მოიცავს საერთო ბიზნეს-გარემოს, კანონმდებლობას, სახელმწიფო პოლიტიკას, სოციალურ კლიმატსა და პირობებს, რომლებიც შეიძლება კერძო სექტორისთვის წინააღმდეგობა გახდეს. რეიტინგი 46 ქვეყანას მოიცავს. თითოეულ ქვეყანას 100-ბალიანი სისტემით აფასებენ, სადაც უმაღლესი ქულა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყანას ენიჭება.

ევროპაში ბიზნესისთვის ყველაზე საუკეთესო ქვეყნად დანია დასახელდა, რომელმაც 86 ქულა მიიღო, ყველაზე ცუდი შეფასება კი უკრაინას ხვდა წილად — 50 ქულა.