192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბულგარეთში ქართველმა მოჭიდავეებმა ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულეს
2019-02-13 10:57:08

ქართველმა მოჭიდავეებმა ყველა წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ბულგარეთში პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა (U-23) ცხრიდან ცხრა ოქროს მედალი მოიპოვეს.

ოთარ თუშიშვილისა და აკაკი კუნჭულიას გუნდის ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს და ყველა წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს.

 საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ:

 

რობერტ დინგაშვილი (-57 კგ)

ედემ ბოლქვაძე (-65 კგ)

ივერი ჯულაყიძე (-70 კგ)

გიორგი სულავა (-74 კგ)

ტარიელ გაფრინდაშვილი (-79 კგ)

ზაურ ბერაძე (-86 კგ)

დემურ მეგენეიშვილი (-92 კგ)

ბექა ჭელიძე (-97 კგ)

ზურიკო ურთაშვილი (-125 კგ)

ბუნებრივია, რომ ასეთი შედეგის წყალობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველ ადგილზე გავიდა.

ტურნირში 17 ქვეყნიდან 150-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.