192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საარჩევნო სისტემის რეფორმა და გარდამავალი იუსტიციის სისტემის შექმნა უნდა მოხდეს პარლამენტის ინციატივით: ნიკოლ ფაშინიანი
2019-02-13 13:46:31

სომხეთის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და გარდამავალი იუსტიციის სისტემის შექმნის საკითხი უნდა შევიდეს პარლამენტის დღის წესრიგში. ამის შესახებ  განაცხადა ეროვნული კრების სხდომაზე მთავრობის პროგრამის განხილვისას სრ პრემიერ-მინისტრმა.
„საარჩევნო კოდექსის რეფორმის შესახებ ჩვენი მთავრობის წინა პროგრამა არავის არ გადაუხაზავს, ის ჩვენს პროგრამად რჩება. მაგრამ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხი, ისევე როგორც გარდამავალი ეპოქის იუსტიციის  შექმნა უნდა შევიდეს პარლამენტის დღის წესრიგში, რათა არ გაჟღერდეს ისეთი კომენტარები, თითქოს მთავრობა ცდილობს შექმნას განსაკუთრებული სასამართლოები“, -აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.