192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბახტაძე: სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მალე დასრულდება
2019-02-14 00:09:14

პრემიერმა აღნიშნა, რომ გაზის ტრანზიტის შესახებგაზპრომთან" მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხის გათვალისწინება.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება მოლაპარაკებები რუსულგაზპრომთან" ახალ შეთანხმებაზე სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ.

საქართველო დაგაზპრომი" სომხეთში გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით ახალ პირობებზე 2017 წლის იანვარში შეთანხმდნენ. მანამდე ქართული მხარე გადასახადს ბუნებრივი აირის სახით იღებდა. ახალი შეთანხმება ორი წლის ვადით დაიდო. პირველ წელს საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საფასურს ნაწილობრივ გაზის სახით იღებდა, ხოლო მეორე წელს ანგარიში მთლიანად მონეტიზებული გახდა. შეთანხმების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

ხელშეკრულების საკითხზე ეკონომიკის სამინისტროგაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. დაველოდოთ ამ მოლაპარაკებების შედეგებს. ვფიქრობ, მოკლე ვადაში დასრულება ეს პროცესი. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ ხელშეკრულებაში პოზიციები გაიუმჯობესოს. ბუნებრივია, მოლაპარაკებების დროს ამოსავალი წერტილი ჩვენი ეროვნული ინტერესები და ენერგოდამოუკიდებლობაა", – განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.

საქართველო რუსულ გაზს 2017 წლიდან აღარ ყიდულობს, ქვეყანას ბუნებრივი აირით აზერბაიჯანი ამარაგებს.

2018 წელს საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირებული იყო 1,93 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. 2017 წელს გაზის ტრანზიტის მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

კონტრაქტი რუსეთსა და სომხეთს შორის ყოველწლიურად 2,5 მილიარდამდე კუბური მეტრის მიწოდებას ითვალისწინებს.