192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საოცარი მინიატურები – "კავკასიის ქალების" სამოსის კოლექცია
2019-02-14 00:19:16

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს გამოფენა "ქალები კავკასიიდან", სადაც წარმოდგენილია ეთნოგრაფ ასმათ საღირიძის ქალთა სამოსის მინიატურული კოლექცია.

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა სახელწოდებით "ქალები კავკასიიდანასმათ საღირიძის სამყარო". აქ წარმოდგენილია კავკასიის სხვადასხვა რეგიონების ხალხთა ქალების სამოსები, რომლებიც ეთნოგრაფმა ასმათ საღირიძემ ორიგინალს მაქსიმალურად მიამსგავსა.

"აქ თითქმის ყველა ჯგუფი გვაქვს, რომელიც კავკასიაში ცხოვრობსარა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩრდილოეთ კავკასიელებიც, ასევე წარმოდგენილია აზერბაიჯანელი და სომეხი ქალების ეროვნული სამოსები. მე ასევე შევქმენი იმ ეთნიკური ჯგუფების სამოსები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ დასახლდნენ კავკასიაში და მის ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ", – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთანსაუბრისას ასმათ საღირიძემ.

ეთნოგრაფმა აღნიშნა, რომ ის კოლექციებს მაქსიმალურად ზუსტად ასრულებდა ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით. მან გამოიყენა XIX საუკუნის ფოტოები, ეთნოლოგიური კვლევები, ძველი გრავიურები და ნახატები, მეცნიერთა და მოგზაურთა ნაშრომები, რომლებშიც სამოსის ფერების შესახებ იყო საუბარი, ვინაიდან მაშინდელი ფოტოები შავ-თეთრია. თითოეული მინიატურის დასამზადებლად ასმათ საღირიძე სხვადასხვა ფოტოებსა და მონაცემებს ადარებდა, რათა მაქსიმალური სიზუსტით შეესრულებინა სამუშაო. ამ ყველაფრის შესწავლას მკვლევარმა 15 წელი დაუთმო.