192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები მისასალმებელია: თომას ბუხსბაუმი
2019-02-14 09:25:20

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატთა ერთი ჯგუფი შეხვდა ევროკავშირის წევრ ქვეყნების სპეციალურ ელჩებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე.

როგორც იუწყებიან სრ ეკ-დან, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალური წარმომადგენელი თომას ბუქსბაუმი აღნიშნავს, რომ მათი ვიზიტის მიზანია გაეცნონ სომხეთში მიმდინარე რეფორმებს.  ის მიესალმა სომხეთში მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან დახმარება გაუწიონ მათ განხორციელებაში.

მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში  მდგომარეობის შეცვლის შემდეგ არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური რევოლუციის ხედვა, დემოკრატიის განვითარების გამოწვევები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა რეფორმის პროცესში, ანტიკორუფციული სტრატეგია და სომხეთი-ევროკავშირის თანამშრომლობა.

სომეხმა პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა სრ-ეკ ურთიერთობების განვითარებისა და  რეფორმების შედეგიანად განხორციელების საკითხში ხაზი გაესვა წევრ სახელმწიფოების მიხრივ  ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების სწრაფი რატიფიცირების აუცილებლობას. ხელშეკრულების ფარგლებში, დეპუტატებმა ილაპარაკეს ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.