192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კვიპროსის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში
2019-02-14 10:02:27

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო კვიპროსის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სავას ანგელიდისი.

როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობიდან,  შეხვედრისას ნიკოლ ფაშინინმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია განავითაროს ურთიერთობანი სხვადასხვა სფეროებში. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისა და კვიპროსის თავდაცვის უწყებებს შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელებას.
როგორც  საავა ანგელიდისმა აღნიშნა, მას სომეხ პარტნიორებთან ჰქონდა შეხვედრები, რომლის დროსაც განხილული იქნა 2019 წლის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებანი და პროგრამები.
საუბრისას ხაზი გაესვა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის საკითხს, კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტული პროექტების სფეროში, პროგრამებსსამხედრო განათლების სფეროში და სხვა.  შეხნენ რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა მოახსენა კვიპროსს იმ პოზიციებისათვის, რომელსაც ის იჩენს სომეხთა გენოციდისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.