192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მთავრობის მიერ გამოცხადებულ სექტორებში 440 მილიონი დოლარის საინვენსტიციო პროგრამებია: ნიკოლ ფაშინიანი
2019-02-14 10:54:22

2018 წელს სომხეთის ექსპორტის მოცულობამ რევოლუციური ზრდა დაარეგისტრირა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო პუშინანმა განაცხადა ეროვნული კრების სხდომაზე მთავრობის პროგრამის განხილვისას. მისი სიტყვებით, საექსპორტო მოცულობების ზრდა დაფიქსირდა ქვემოთ მოყვანილ განშტობებში:  ტექსტილის პროდუქცია - 65.8%, ფეხსაცმელი, ქუდები, ქოლგები - 58%, მცენარეული პროდუქტები - 47%, ძვირფასი ლითონები და მათგან დამზადებული ნაწარმი - 10.3%.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სფეროების ზრდა უწყვეტი იქნება, რადგანამ სფეროებში უკვე არსებობს ახალი ინვესტიციები.
"უახლოეს მომავალში ჩვენ აქ ათასობით სამუშაო ადგილის გახსნას მოველით. ათასობით სამუშაო ადგილი იქნება თბოელექტრო სადგურის გახსნისას, რის შესახებაც  ჩვენ შევთანხმდით კომპანიებთან iemens და Renco ", - აღნიშნა ფაშინიანმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მთავრობის მიერ უმნიშვნელოვანესად აღიარებულ სფეროებში განხორციელების ეტაპზეა 440 მილიონი დოლარის ღირებულების საინვენსტიციო პროგრამები.