192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქობულიამ საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები დაასახელა
2019-02-14 11:06:47

 

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. უმუშევრობის შემცირება, ექსპორტის განვითარება, ბიზნესის ხელმისაწვდომობა ფინანსებთან, ინვესტიციების გაზრდა და კანონმდებლობის გაუმჯობესება – ეს ქართული ეკონომიკის მთავარი გამოწვევებია, რომლებიც უნდა გადაიჭრას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად ვითარდება და მის წარმატებებს საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, რაც საერთაშორისო რეიტინგებში აისახება.