192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შესაძლებელია საქართველომ რუსეთისაგან გაზი შეიძინოს
2019-02-14 11:13:09

 

„დიახ, ჩვენ გვინდა შევქმნათ საშუალება, რომ იყოს გაზის არა ერთი მომწოდებელი, არამედ ერთზე მეტი მომწოდებელი. დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობით გაზს იმ ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს იქნება და ჩვენ პირობების გაუმჯობესებაზე მიგვყავს მოლაპარაკებები, რაც რთული მოლაპარაკებებია და საჭიროებს დროს. წელს, რაღაც რაოდენობით გაზს შევისყიდით [რუსეთისგან], იმიტომ, რომ შევქმნათ დივერსიფიკაცია და უფრო კონკურენტული ფასები იყოს ჩვენთან გაზზე, დღესდღეობით შემოგვაქვს მხოლოდ [აზერბაიჯანისგან]... რუსეთისგანაც ვყიდულობთ ჯერ ეს ერთი, რაღაც რაოდენობით გაზს და ვყიდულობდით ყოველთვის და ჩვენ გვინდა, შევქმნათ დივერსიფიკაცია გაზის, ამიტომაც, ჩვენ მიგვყავს მოლაპარაკეები, რომ მივიღოთ ძალიან კარგი.... როცა მოლაპარაკებები შედგება, გეტყვით [ფასს].