192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმენ სარგსიანის მაღალი პატრონაჟით სომხეთში პირველად გაიმართება საფრანგეთის ავტორიტეტული "იდეების სამიტი"
2019-02-14 12:12:05

სომხეთში წელს პირველად გაიმართება საფრანგეთის ქალაქ შამ ყოველწლიურად გამართული "იდეების სამიტი". ღონისძიება სახელწოდებით «Armenian Summit of Minds» გაიმართება   7-9 ივნისს ერევანსა და დილიჟანში. სამიტის ძირითადი პარტნიორია ავტორიტეტული ანალიტიკური ჟურნალი "ყოველთვიური ბარომეტრი".

სრ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტი პრესტიჟული ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობს  მსოფლიოს მასშტაბით 300-მდე გამოჩენილი და გავლენიანი პოლიტიკოსი, მეცნიერი, ბიზნეს ინვესტორი, უმსხვილესი კომპანიების და მედიის ლიდერი. ღონისძიების მთავარი მიზანია გლობალური ინტერესის მქონე ძირითად საკითხებზე ახალი იდეების პრეზენტაცია და პირდაპირი დისკუსიების გზით ორმხრივი სანდო პარტნიორობის დამყარება.
სომხეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ღონისძიებას უმასპინძლებს  შამონის გარეთ.

"სომხეთის იდეების სამიტი" -ს განხილვის ძირითად თემას ექნება სახელწოდება –"რეგიონალური გეოპოლიტიკა, ეკონომიკა და ინვესტიციები. მრავალპოლარობის ზეგავლენა ვაჭრობასა და საინვესტიციო ნაკადებზე".
სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა სომხეთის პოტენციალის წარმოდგენის, თანამშრომლობის ახალი სფეროების განვითარების და საქმიანი ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით.