192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
"ვფიქრობ, რომ საქართველოს გავლით სომხეთში გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებები "გაზპრომთან" მალე დასრულდება". ბახტაძე
2019-02-14 13:25:03

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები "გაზპრომთან" უახლოეს მომავალში დასრულდება, იუწყება sputnik-georgia.ru.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მათ მართავს ეკონომიკის სამინისტრო და მოდით დაველოდოთ მათ შედეგებს. ვფიქრობ, მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ საქართველომ უნდა გააუმჯობესოს თავისი პოზიცია ხელშეკრულების ფარგლებში. ეჭვგარეშეა, ყველაფრის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ენერგოდამოუკიდებულობა", - განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.

ცნობილია, რომ საქართველომ 2017 წლიდან უარი თქვა რუსულ გაზზე და მას ყიდულობს აზერბაიჯანიდან. ამავე დროს, ქვეყანა თავისი ტერიტორიით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდების ნებას რთავს.
2018 წ. საქართველოს გავლით სომხეთს მიეწოდა 1.93 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. იმავდროულად, 2017 წლამდე ამ მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი.

სომხეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება წლიურად 2.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.
 

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.