192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ტიგრან ავინიანმა მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაცია
2019-02-14 12:00:03

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა  მიიღო დელეგაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მაჩი ჩურას ხელმძღვანელობით.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ტიგრან ავინიანმა განაცხადა, რომ EIB-სთან დამყარდა ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა და ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები ხელს უწყობს სომხეთის მდგრად განვითარებს.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთში მიმდინარეობს  ყველა საკრედიტო პროგრამის ანალიზი და ინვენტარი. ტიგრან ავინიან ასევე შეეხო ამჟამად ეროვნულ კრებაზე განსახილველ მთავრობის პროგრამების პრიორიტეტებს.

მაჩი ჩურამ განაცხადა, რომ წელს სრულდება  სომხეთთან EIB-ს პარტნიორობის 10 წლი, რომლის განმავლობაში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამების მოცულობა დაახლოებით 380 მილიონ ევრო შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ განვითარების ხედვა შეესაბამება EIB- ის სტრატეგიულ მიზნებს სომხეთში, რომლებიცაა სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის მხარდაჭერა და კლიმატური ცვლილების ზეგავლენის შერბილება.

მოსაუბრეები შეეხნენ ასევე  ტრანსპორტის, წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის პროექტებს და მათ განხორციელებ პროცესს.