192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის პროგრამისტებმა წარმოადგინეს დიაგნოსტიკური გადაწყვეტილებების დამხმარე ხელოვნური ინტელექტის სისტემა
2019-02-14 14:00:42

სომხეთის პროგრამისტებ  მონაწილეობენ აშშ-ის ფლორიდის შტატში 11-15 თებერვალს გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე HIMSS19 Health IT Conference (ჯანდაცვის სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიები), სადაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები წარმოადგენენ ჯანდაცვის სფეროში  ტექნოლოგიურ სიახლეებს.

დსს "ელექტრონული ჯანდაცვის ეროვნული ოპერატორის" უწყებით, კონფერენციას  ესწრებიან ინოვაციური მიდგომისა და ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებშემთავაზებელი კომპანიები, ჯანდაცვის, ფარმაცევტული სფეროებისა და მსოფლიოში ცნობილი სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლებ.

დსს "ელექტრონული ჯანდაცვის ეროვნული ოპერატორის" დამფუძნებელთაგანი კომპანია " Sylex SARL" საგამოფენო პლატფორმაზე წარმოდგენილია პირველ პავლიონში, სადაც წარმოაჩენს ელექტრონული ჯანდაცვის სფეროში თავის ახალ გადაწყვეტილებებს,  მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დიაგნოსტიკური გადაწყვეტილებების ხელშემწყობ  სისტემას. კომპანიის სომეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ რობოტ-სისტემას შეუძლია შეასრულოს თერაპევტის თანაშემწის როლ და დაეხმაროს ექიმებს მაქსიმალურად სწორი დიაგნოზის გაკეთებაში.

კომპანია " Sylex SARL"-ის  განვითარების ხაზით დირექტორმა კარენ ბადალიანმა, განაცხადა, რომ როცა ტესტირების მეშვეობით დარწმუნდებიან მის აბსოლუტურ ეფექტურობაში, მაშინ დარწმუნებით შესთავაზებენ მათი "დოქტორ ლექსის" მომსახურებით სარგებლობას.