192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველომ სოფლის მეურნეობაში მიმართულებები განსაზღვრა
2019-02-15 11:02:01

საქართველო ინვესტიციების მოზიდვას ფართო მოხმარების საქონლის წარმოებაში აპირებს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველს მთავრობა 2019 წელს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კონკრეტული მიმართულებების განვითარებას აპირებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ შეარჩია კონკრეტული სფეროები მსოფლიო ტენდენციების, სექტორის თავისებურებების, ისტორიული გამოცდილების, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის, ნედლეულის ხელმისაწვდომობის, წარმოებისთვის უკვე შექმნილი ბაზის, წარსულში წარმატებული საინვესტიციო პროექტების, კლიმატური პირობების, შრომის ინტენსივობისა და საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით.

ამ კუთხით ქობულიამ დაასახელა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მრეწველობის დარგები, რომლებშიც ისინი ინვესტორებს მოიზიდავენ.

ვმუშაობთ კონკრეტულ სექტორებში ინვესტორების მოზიდვისთვის. ესაა ტექსტილის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯისა და ავტოტრანსპორტისა და საჰაერო ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების წარმოება, ელექტრონიკის აწყობა და წარმოება“, – განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მინისტრის თქმით, მთავრობა აქცენტს დაბალი თვითღირებულებისა და მაღალი საექსპორტო ღირებულების სექტორებზე გააკეთებს.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში, სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის პრიორიტეტული არ არის. ჩვენ განვავითარებთ მნიშვნელოვან ქვესექტორებს მაღალი საექსპორტო ღირებულებითთხილი, კენკროვანები, ბოსტნეული, ხილი, მეთევზეობა, მესაქონლეობა, აღნიშნა ქობულიამ.

ასევე, მან დასძინა, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ამ სექტორების განვითარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სხვა სექტორებს ყურადღება არ დაეთმობა.