192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
უახლოეს მომავალში პოლონეთისა და სომხეთის ბიზნეს კონფერენციები გაიმართება. სომხეთ-პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი
2019-02-15 16:06:33

სომხეთში სომხეთ-პოლონეთის სავაჭრო პალატა იწყებს თავის საქმიანობას. მისი მიზანია უფრო ინტენსიური გახადოს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები სომხეთსა და პოლონეთს შორის, გარემო შექმნას ორი ქვეყნის ბიზნესმენებისთვის,  ხელი შეუწყოს ორივე ქვეყანაში სხვადასხვა კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ ინვესტირების ძალისხმევას. ამის შესახებ "არმენპრეს"–თან საუბარში განაცხადა სომხეთ-პოლონეთის ბიზნეს პალატის თავმჯდომარემ, პოლონეთში სრ ყოფილმა ელჩმა ედგარ ღაზარიანმა.

"სომხურ-პოლონურ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში, არსებობს დიდი გამოუყენებელი პოტენციალი, რომლის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს დიდი წარმატება. სომხურ-პოლონურ სავაჭრო ბრუნვას, მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ყოველთვის აღუნიშნავს ზრდის ტენდენცია. სომხეთ-პოლონეთის ბიზნეს პალატის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სომხეთსა და პოლონეთში ეკონომიკური სიტუაციის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ორივე მხარის ბიზნესმენებისთვის. არსებობს დიდი გამოუყენებელი  პოტენციალი ტურიზმის სექტორში", განაცხადა ედგარ ღაზარიანმა.
მისი თქმით, ახლო მომავალში ხელი მოეწერება  ბიზნეს თანამშრომლობის ხელშეკრულებებს სომხეთისა და პოლონეთის რიგ სამრეწველო პალატებთან, ისევე, როგორც ბიზნეს კონფერენციების ორგანიზება პოლონეთსა და სომხეთში.