192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საკონკურენციო კომისია მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთდ განახორციელებს პროგრამის რეფორმებს
2019-02-15 16:21:14

სრ ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე  არტაკ შაბოიანმა მიიღო  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაცია.

შეხვედრის მიზანი  მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საკონკურენციო სფეროს კომპლექსური რეფორმების პროგრამის განხილვა იყო. შეხვედრისას აღინიშნა სრ საკონკურენციო ორგანოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი ღონისძიებების დაწყება და მიმდინარეობა, რომელიც  ასევე მიმართულია საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობილი საკონკურენციო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე, აგრეთვე კომისიის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ასევე განიხილეს ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ სიტუაციასთან, საკანონმდებლო რეგულაციებთან და მოსალოდნელ გამოწვევებთან დაკავშირებული  საკითხები და მათი მოგვარების მექანიზმები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს კომისიის მხრივ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს, შესრულებულ არსებით მუშაობას და გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალი ხუთი წლის თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეფორმების პროცესს და სფეროს ახალ მიღწევებს.