192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ისრაელი ქვეყანაში შესვლის უფლებას საქართველოს ყოველ მეათე მოქალაქეს არ აძლევს
2019-02-17 22:34:12

საქართველოს მოქალაქეები უმეტესად მიდიან თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ისრაელი ქვეყანაში საქართველოს ყოველ მეათე მოქალაქეს არ უშვებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ისრაელში 2019 წლის იანვარში საქართველოს 1,3 ათასზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. აქედან 141 ქვეყანაში ვერ შევიდა. მიმდინარე წლის იანვარში ისრაელმა ქვეყნიდან საქართველოს 82 მოქალაქე გამოაძევა.

გარდა ამისა, წელს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეებს: თურქეთში – 32 მოქალაქეს, უკრაინაში – 16–, ბულგარეთში – 5–, ყაზახეთსა და აზერბაიჯანშითითოთითოს.

საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად სტუმრობენ თურქეთს. ამა წლის იანვარში თურქეთში წავიდა 116,2 ათასზე მეტი მოქალაქე. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 56,4 ათასზე მეტი ადამიანი და მესამეზეა სომხეთი – 25 ათასზე მეტი მოქალაქე.