192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ოპოზიცია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის ემზადება
2019-02-17 22:52:48

ოპოზიციას 200 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება სჭირდება, რათა საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო არჩევნების სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდეს.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელიც საქართველოს კოსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და საპარლამენტო არჩევნების მოქმედი, შერეული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

ოპოზიციონერებმა – 13 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, რომელთა შორის არიანვროპული საქართველომოძრაობა თავისუფლებისთვისდაერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ოთხი თვის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. თუ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შემოწმების შემდეგ ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებს, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები კენჭისყრაზე დადგება.

ოპოზიცია წინააღმდეგია იმის, რომ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ. ისინი მოითხოვენ არჩევნების პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიით გამართვას. ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაკომპლექტებულია პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატით და ერთმანდატიან ოლქში არჩეული 73 დეპუტატით.

საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით უპრეცედენტო პოლიტიკური აქცია იწყება. ეს საზოგადოების მასობრივი გამოკითხვის პროცესია, უნდა იყოს თუ არა საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა ერთერთმა ინიციატორმა, პარტიადემოკრატიული მოძრაობისერთერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.

პარტიადემოკრატიული მოძრაობისდამფუძნებელი პარლამენტის ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძეა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანს კი მიაჩნია, რომ ინიციატივა კრახისთვისაა განწირული.

ცვლილების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ. თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მილიონი ხელმოწერის შეგროვება შეიძლება, რელევანტური იქნებოდა, ეს იმ პროცედურის ფარგლებში დაეწყოთ, რაც რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას მისცემდათ. რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო, იურიდიული ძალის მქონეა და პარლამენტი ყველა შემთხვევაში გაითვალისწინებდა. მათი კონსტიტუციური ცვლილებები განწირული იქნება“, – განაცხადა კახიანმა.

საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემის გაუქმება საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაში გათვალისწინებულია, მაგრამ არა 2020 წლიდან, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს, არამედ 2024 წლიდან.

ერთერთი მიზეზი, მათ შორის, იყო მმართველი პარტიაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატების პროტესტი. მაშინ მმართველ გუნდში პროპორციული სისტემის მომხრეები იძულებული გახდნენ კომპრომისზე წასულიყვნენ. გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2020 წელს პარტიებისთვის ბარიერის 5%–დან 3%–მდე დაწევის შესახებ.

საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვენეციის კომისიის ერთერთი რეკომენდაციაა.