192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რატომ ჩაიტარა სააკაშვილმა გენეტიკური ტესტი?
2019-02-17 23:04:14

ექსპრეზიდენტმა იმ ოპონენტებს, რომლებიც მას სხვა ეთნოსს აკუთვნებდნენ, ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზა

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული, დაწერა საკუთარ Facebookგვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული“ – ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი“, – წერს სააკაშვილი.

მისი აზრით, აღნიშნული ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.

აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იგი ყველა მეზობელს პატივს სცემს და ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი უყვარს.

მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას“, – წერს სააკაშვილი.