192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა და არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურმა მდივანმა განიხილეს სირიის ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების საკითხი
2019-02-18 11:48:34

მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის  ფარგლებში სრ საგარეო საქმეთა მინისტრი  ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა არაბული სახელმწიფოების  ლიგის  გენერალურ მდივანს  აჰმედ აბულ ღეიტს.
როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან,  მინისტრმა მნაცაკანიანმა და გენერალურმა მდნივანმა აბულ ღეიტმა  მაღალ დონეზე შეაფასეს არაბული ქვეყნებისა და სომხეთის თბილი მეგობრული ურთიერთბანი  და  სომხეთსა  და არაბული სახელმწიფოების  ლიგას  შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებისათვის  აუცილებელი ნაბიჯები. საუბრის მონაწილეებმა აზრი გაცვალეს  უახლოეს აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ, სირიაში არსებული  ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ამ სიტუაციის გაუმჯობესებისათვის მიამრთული ღონისძიებების შესახებ. ამასთან  დაკავშირებით  სომხეთის საგარეო  საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ  სირიაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია, განსაკუთრებით სომხური სათვისტომოს წინაშე წამოჭრილი გამოწვევები, მუდამ იყო  სომხეთის ყურადღების ცენტრში, სომხეთი დღესაც მზადაა განაგრძოს  თავისი ჰუმანიტარული მისიები.  

ზოჰრაბ  მნაცაკანიანმა და აჰმედ აბულ ღეიტმა  განიხილეს  საერთაშორისო და რეგინალური რამდენიმე გადაუდებელი საკითხი