192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდაციას გენოციდის პრევენციის საქმეში
2019-02-18 12:46:04

მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სომხეთისა და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და რიჩარდ სეზიბერას შეხვედრა.

როგორც იუწყებიან სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მინისტრმა მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მოწოდებულია განავითაროს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა მიანიჭა რა საერთაშორისო სტრუქტურების, კერძოდ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პლატფორმას, მოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ–რუანდის ურთიერთობების უფრო გააქტიურების, შემდგომი ორმხრივი დღის წესრიგის   გაფართოების და გამდიდრების პერსპექტივები. აღინიშნა  არსებული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენების მიმართულებით გადადგმული ერთობლივი ნაბიჯები. თანამშრომლობის პრიორიტეტად გამოყოფილ იქნა ციფრული ეკონომიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების სექტორები.

შეეხო რა გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიმართულებით  საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთისა და რუანდის მიერ გადადგმულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მნაცაკანიანმა და სეზიბერამ ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდაცია პრევენციის დღის წესრიგის განხორციელების საქმეში.