192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ეგვიპტის პრეზიდენტმა ნაბიჯი გადადგა სომეხთა გენოციდის აღიარების მიმართულებით. ეგვიპტის სომხური სასამართლოს კომიტეტი
2019-02-18 15:49:05

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათთა ელ-სისიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მოიხსენია სომეხთა გენოციდი, ტერმინის "გენოციდის" გარეშე.

კონფერენციის მსვლელობისას, ეგვიპტის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეგვიპტეში მიიღეს და თავშესაფარი მისცეს 100 წლის წინ ხოცვას ბეწვზე გადარჩენილ  სომხებს, მაგრამ არ შეეხო მის გამომწვევ მიზეზებს.

ეგვიპტის  სომხური სასასმართლოს  ეროვნულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ეს განცხადება შეაფასა როგორც  სომეხთა გენოციდის აღიარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და ამასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება.

"ჩვენ ჩვენს ხმას ვუერთებთ პრეზიდენტ სისის, მოვითხოვთ ანგარიში მოთხოვონ ტერორისტული ორგანიზაციების წამხალისებლებს და ხალხის გამაუბედურებლებს",ნათქვამია ეგვიპტის სომხური სასამართლოს კომიტეტის განცხადებაში.