192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში ეძებენ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც სომხურ ეკლესიაში შეიგინეს და სომხეთის დროშა დაწვეს
2019-02-19 10:23:49

საქართველოს პოლიცია ეძებს სამ ეთნიკურ აზერბაიჯანელს, რომლებმაც საგინებელი სიტყვები წარმოთქვეს თბილისის „წმინდა გიორგის“ სომხურ  ეკლესიაში,  ეკლესიის ეზოში დაწვეს სომხეთის დროშა და ყოველივე ეს ვიდეოზე აღბეჭდეს.
ამის შესახებ  „სპუტნიკ არმენიასთან“ საუბარში აღნიშნა სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული თემის პრესმდივანმა სუსანნა  ხაჩატრიანმა.  
ამ შემთხვევას ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინათ, მაგრამ  ხმა  აიმაღლეს  მაშინ, როცა ახალგაზრდებმა ეს ვიდეო ჩანაწერი Facebook-ის  გვერდზე გამოაქვეყნეს.
ვიდეჩანაწერი გადაღებულია თბილისის სომხურ ეკლესიაში წირვის დროს.
სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართულმა თემმა შემთხვევის შესახებ გაიგო დაუყოვნებლივ და იმავე დღეს მიმართა შესაბამის ორგანოებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა მასალები და ეკელსიის ეზოში დაყენებული ვიდეოგკამერების ჩანაწერები. შემთხვევის შემდეგ ეკლესიის ეზოში აიკრძალა ფოტო და ვიდეო გადაღებები, განსაკუთრებით წირვის დროს. გადაღებებისათვის ამჟამად საჭიროა სპეციალური თანხმობის  მიღება.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  როგორც გადმოსცემს Sputnik არმენია, ვიდეოფირმა უკმაყოფილება გამოიწვია აგრეთვე საქართველოს აზერბაიჯანულ სათვისტომოშიც.  ვარაუდობენ, რომ სომხური ეკლესიის წამბილწველები იყვნენ ბაქოდან ჩამოსული ტურისტები.