192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შვეიცარიის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი
2019-02-19 10:58:12

ამ  დღეებში შვეიცარიის  უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟენევაში არსებული სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლის წინააღმდეგ შეტანილი ზოგიერთი მოქალაქის საჩივარი. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს შვეიცარული Swissinfo.

საინფორმაციო გამოცემა წერს, რომ ფედერალურმა სასამართლომ  არ დააკმაყოფილა ჟენევის ზოგიერთი მოქალაქის  საჩივარი, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ძეგლი შესაძლებელია გადაიქცეს  სომხური და თურქი სათვისტომოების  კონფლიქტის ზონად.
ძეგლის დიზაინერია საფრანგეთელი მოქანდაკე მელიქ ოჰანიანი.