192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საბავშვო ბაღებში მავნე პროდუქტების შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს
2019-02-19 12:51:39

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სასწავლო დაწესებულებებში მავნე ან ფალსიფიცირებული პროდუქტების მიმწოდებლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სანქციების გამკაცრების საკითხი აქტუალურია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ საბავშვო ბაღში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცი შეჰქონდათ.

დანელიას განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აკონტროლოს ბიზნეს-ოპერატორები, ამოწმებს მათ, აჯარიმებს და მათ საქმიანობას აჩერებს, აძლევს რეკომენდაციებს, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ ეს არასაკმარისია.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ატარებს ყველა ღონისძიებას, რაც შეუძლია, საჯარიმო სანქციებით დაწყებული, ბიზნესოპერირების შეჩერებით დამთავრებული, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა გაიზარდოს საჯარიმო სანქციები და ჩვენ მინისტრთან გვექნება კონსულტაციები. და მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ სოციალური კვების ობიექტებში, სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში უაპელაციოდ, რეკვიზიტებისა და

წინაპირობების გარეშე პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ამ ფალსიფიცირებას, ან მავნე საკვებს შეიტანს ობიექტებზე", - განაცხადა დანელიამ და დასძინა, რომ ამ საკითხზე მუშაობა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს საბავშვო ბაღებში ჩატარდა 4,7 ათასზე მეტი შემოწმება. აქედან გამოვლინდა 125 სამართალდარღვევა, თბილისში - 38, რეგიონებში - 87. აქედან ოთხი შემთხვევა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორ