192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა
2019-02-19 12:59:21

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ძლიერმა ქარმა თბილისის გარეუბნების მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ისანში, სავაჭრო ცენტრ Isani Mall-თან ხე წაიქცა და ოთხი ავტომობილი დააზიანა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვარკეთილში კი ქარმა პოლიეთილენის ქარხანას სახურავი გადახადა, რომელიც გაზის მილებს დაეცა. დაზიანდა მოქალაქის ავტომობილი, რომელსაც სახურავის ნაწილი დაეცა. ქარმა ჩამოგლიჯა ელექტროსადენებიც.

უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეწყდა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება.

ამ უქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ქვეყნის უმეტეს რაიონში ნალექი მოვიდა. ქარის სიძლიერე დროგამოშვებით წამში 28 მეტრს აღწევდა. საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა 20 თებერვლამდე შენარჩუნდება.